მისია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ დაფუძნდა 2015 წლის მაისში. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს - საგანმანათლებლო საქმიანობა; ლექციების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; კონფერენციებისა ან/და მრგვალი მაგიდების ორგანიზება და ჩატარება; კვლევების მომზადება/გამოცემა; სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან/და საინფორმაციო ჟურნალების, ბროშურების ან/და ბუკლეტების გამოცემა.

ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი ორიენტირებულია იურიდიული პროფესიის განვითარებაზე და ხელს უწყობს ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრის ჩამოყალიბებას. ცენტრი, სალექციო კურსების გარდა დაინტერესებულ პირებს პერიოდულად შესთავაზებს თემატურ მრგვალ მაგიდებს, უზრუნველყოფს ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციების განხორციელებას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ასევე უზრუნველყოფს პერიოდული სამეცნიერო დოკუმენტების გამოცემას.

ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მსმენელთა (იურისტები/ადვოკატები) კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, მათი მომზადება პრაქტიკული საქმიანობისათვის და დაიტერესებული კომპანიებისათვის კვალიფიციური კადრის შეთავაზება. შესაბამისად, ცენტრი იურისტებს შესთავაზებს სასწავლო კურსებს სამართლის სხვადასხვა სფეროში, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული სფეროს პრაქტიკულ საკითხებზე, რის შედეგადაც მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა შეისწავლოს და გამოიმუშავოს პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ცენტრი დასახული მიზნის ფარგლებში 2015 წლის ოქტომბრის თვიდან უზრუნველყოფს გრძელვადიანი სასწავლო კურსის შეთავაზებას მსმენელისათვის (იურისტებისათვის). სასწავლო კურსის გავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი მსმენელები სხვადასხვა კერძო კომპანიაში გაივლიან სტაჟირებას და მიეცემათ შესაძლებლობა დასაქმდნენ პროფესიით, მათთვის სასურველ სამუშაო პოზიციაზე.

ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ტრენერებით, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ხარისხიანი განათლების გარანტს.