ონლაინ რეგისტრაციის ხელშეკრულება

რეგისტრაციის პირობები:

  • ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისათვის, თუმცა მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქმედუნარიან პირს;
  • სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ცენტრისათვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი მიწოდება არ მოხდება სხვა მესამე პირისათვის გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ცენტრის წარმომადგენლები უშუალოდ დაუკავშრდებიან ტრენინგზე რეგისტრირებულ იმ კანდიდატებს, რომლებიც შეირჩევიან ტრენინგზე დასასწრებად;
  • არასრულად შევსებული განაცხადი არ მიიღება;
  • ტრენინგის საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შპს „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ საბანკო რეკვიზიტებზე. დანიშნულებაში მიუთითეთ შესაბამისი ტრენინგის დასახელება.



რეგისტრაციის გაუქმების პირობები:

  • იმ შემთხვევაში თუ ტრენინგზე დარეგისტრირებული პირი ვერ ახერხებს ან აღარ სურს მასში მონაწილეობის მიღება, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცენტრის წარმომადგენელს და მოითხოვოს რეგისტრაციის გაუქმება. ასეთ შემთხვევაში პირს სრულად უბრუნდება ტრენინგის საფასური (ასეთის უკვე გადახდის შემთხვევაში);
  • იმ შემთხვევაში თუ ტრენინგზე დარეგისტრირებული პირი ვერ ახერხებს ან აღარ სურს მასში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულის შესახებ არ მიაწვდის ცენტრს ინფორმაციას ტრენინგის დაწყების დღემდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, მაშინ მას მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება უკან ტრენინგის საფასურის ნახევარი.
  • იმ შემთხვევაში თუ ტრენინგზე დარეგისტრირებული პირი ვერ ახერხებს ან აღარ სურს მასში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულის შესახებ არ მიაწვდის ცენტრს ინფორმაციას ტრენინგის დაწყების დღემდე, მაშინ მას ტრენინგის საფასური უკან არ დაუბრუნდება.

 

დაინტერესებული პირი, რომელიც შეავსებს აპლიკაციას კონკრეტულ ტრენინგ კურსის გავლის შესახებ, აცხადებს თანხმობას მიიღოს შპს „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ მიერ შეთავაზებული პირობები და სრულად ეთანხმება ზემოთ გაწერილ (რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ) წესებს, ასევე იმ დამატებით პირობებს, რომლებიც გაწერილი იქნება კონკრეტული ტრენინგის აღწერაში ან/და მიწოდებული იქნება დაინტერესებული პირისათვის წერილობითი ფორმით.