ტრენინგი თელავში

20.08.2018



ტრენინგი თელავში

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, ქ. თელავში, 6-7 ოქტომბერს გაიმართება გასვლითი ტრენინგი. 

ტრენინგის თემა - "სარჩელის შედგენის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში“.

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სარჩელის შედგენის წესს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. ასევე შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებას და შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკტიკაში გამოყენებას. 

ტრენინგს ჩაატარებენ:
მარიკა არევაძე - ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე -http://www.edubarristers.ge/ge/team/index/1
მარი საბიაშვილი - ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით, ადმინისტრაციული სამართლის ტრენერი. 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, იურისტებსა და ადვოკატებს. 

ღირებულებაში შედის: 
- სასტუმროში განთავსება;
- ტრანსფერი (თბილისი-თელავი; თელავი-თბილისი);
- სამჯერადი კვება;
- ტრენინგში მონაწილეობის საფასური;

პროექტის ფარგლებში:
მონაწილეები დააგემოვნებენ „მარანი კასრელი“-ს ადგილობრივი წარმოების ღვინოს და გაეცნობიან ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. 
მოინახულებენ ისტორიულ ძეგლს - ნეკრესს.

პროექტში მონაწილეობის ღირებულებაა - 250 ლარი. 

იჩქარეთ! მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! 

პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე და ჩარიცხოთ თანხა 15 სექტემბრამდე. 
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1LSegzH1QVVI6XhHJPYD8rPVKjjs6StT5eC_6OQnpM2o/viewform?edit_requested=true 

იმ შემთხვევაში თუ პირი გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობის მიღებას, აღნიშნულის შესახებ უნდა გვაცნობოს პროექტის დაწყებამდე 2 კვირით ადრე (22 სექტემბერი). წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება. 

ღონისძიების განრიგი რეგისტრაციის გავლისა და თანხის ჩარიცხვის შემდგომ, მონაწილეებს მიეწოდებათ მეილებზე.

თანხის გადახდა შესაძლებელია 
სს „თიბისი ბანკი" 
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი თელავში - მონაწილე პირის სახელი და გვარი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77
საკონტაქტო პირი: თამარ იოსელიანი