4 ივლისს გაიმართა ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები".

4.07.2018



4 ივლისს გაიმართა ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები

4 ივლისს ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები". ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსება და ისტორია, სასამართლოს იურისდიქცია, სასამართლოსადმი მიმართვის პროცესუალური საკითხები, საჩივრის განხილვის ზოგადი დებულებანი, სასამართლო შემადგენლობა და ფუნქციონირების თავისებურებანი. თეორიული მასალა გაჯერებული იყო პრაქტიკული მაგალითებით. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ლადო მაჭარაშვილი. შეხვედრის დასასრულს მსმენელებს გადაეცათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.