დასრულდა სასწავლო კურსი - ,,ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა"

21.06.2018



დასრულდა სასწავლო კურსი - ,,ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა

21 ივნისს დასრულდა ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრში" გრძელვადინი სასწავლო კურსი - ,,ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა". კურსს უძღვებოდა ტრენერი - მარიკა არევაძე. სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხელშეკრულების ფორმები და სახეები; ცალკეული ხელშეკრულებების თავისებურებები; საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისას გასათვალისწინებელი თავისებურებები; ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები. კურსის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახის ხელშეკრულების შედგენისა და მომზადების წესები. კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.