მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე "დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე და ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმები"

24.05.2018



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე

17 ივნისს ქ. თბილისში „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთდღიანი ტრენინგი - "დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე და ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმები". 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
დისკრიმინაციის შესახებ ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა
რა არის დისკრიმინაცია და რას მოიცავს ის 
• დისკრიმინაციის მაგალითები
• ვინ შეიძლება იყოს დისკრიმინაციის ჩამდენი
• დისკრიმინაციის ფორმები; 
• დისკრიმინაცია, როდესაც პირს რეალურად არ აქვს დისკრიმინაციულად მიჩნეული ნიშანი
• რა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად
უფლების დაცვის მექანიზმები დისკრიმინაციის შემთხვევაში
• სახალხო დამცველისთვის საჩივრით მიმართვა
• სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა
უფლების დაცვის სხვა მექანიზმები
• საკონსტიტუციო სარჩელი
• განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
ქართული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა. 

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ტრენერი - ანზორ ხატიაშვილი

ტრენინგების ჩატარების დრო: 17 ივნისი, 2018 წ. 12:00 - 15:00 საათი 
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი აღმაშენებლის ქ. №55/1
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 40 ლარი
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა 2018 წლის 10 ივნისი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/10e5CpRrti3H-PNvBm-cQc9bR9FMKE1Snw_F5dmXMDag/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: "დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე და ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმები“ - მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
infoedubarristers@gmail.com 
555 67 00 77