15 მაისს გაიმართა ტრენინგი ,,მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა".

16.05.2018



15 მაისს გაიმართა ტრენინგი ,,მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა

15 მაისს ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა". ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი თეონა ჭალიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მოქმედი იურისტები და ადვოკატები, ისე სხვა დაინტერესებული პირები. სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.