მიმდინარეობს მიღება კურსზე - საკუთრების უფლება მშენებარე უძრავ ნივთებზე.

16.05.2018



მიმდინარეობს მიღება კურსზე - საკუთრების უფლება მშენებარე უძრავ ნივთებზე.

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას სასწავლო კურსზე სახელწოდებით - ,,საკუთრების უფლება მშენებარე უძრავ ნივთებზე“.

კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს.

თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 
 საკუთრების უფლების არსი;
 მშენებარე უძრავი ნივთის ცნება და სახეები;
 მიწასა და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრება;
 მშენებარე ობიექტის, როგორც საკუთრების უფლების საგნის ბუნება;
 ერთობლივი საქმიანობის (ე.წ. მენაშენეთა) ამხანაგობის წევრთა სამართალურთერთობა;
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების/სარგებლობის უფლებათა სამართლებრივი რეგულირება;
 მშენებარე ობიექტის შეძენის დროს გასათვალისწინებელი იურიდიული რისკები;
 მშენებარე ობიექტის შეძენის დროს არსებული რისკების დაზღვევის მექანიზმები;
 სანივთო და ვალდებულებითი უფლებებით/ვალდებულებებით დატვირთული მშენებარე ობიექტის შეძენასთან დაკავშირებული რისკები;
 საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.
კურსის ფარგლებში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა, საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო პრაქტიკის მიმოხილვა თითოეულ თეორიულ საკითხთან მიმართებით.

სასწავლო კურსი განკუთვნილია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იურისტებისა და ადვოკატებისათვის, ვისაც სურს გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და პარალელურად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში მათი კლიენტის ინტერესების დასაცავად საჯარო რეესტრთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ტრენერი - თამარ წიკლაური 

სასწავლო კურსის ფარგლებში, სწავლებას დაეთმობა 8 საათი (4 სალექციო შეხვედრა).
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი - 24 მაისი, 2018 წ.
სალექციო შეხვედრები ჩატარდება: კვირაში ორჯერ, ხუთშაბათი 19:00-21:00 შაბათი 15:00-17:00 საათი.
სასწავლო კურსის ღირებულება - 150 ლარი. 
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 17 მაისი, 2018 წ.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1r-rwzwYGzaPgMKgZPzf6g0xN1ck5KYuIrhTCR9PVf1s/viewform?edit_requested=true 

საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკის კოდი: TBCBGE22 
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - საკუთრების უფლება მშენებარე უძრავ ნივთებზე; მსმენელის სახელი და გვარი; 

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მსმენელმა მიიღოს ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა ცენტრის მიერ და დაადასტურებს პროგრამის წარმატებით გავლას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77