ტრენინგები სპეციალურად სტარტაპერებისთვის !

13.04.2018



ტრენინგები სპეციალურად სტარტაპერებისთვის !

ქ. თბილისში ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება ტრენინგების ციკლი სტარტაპერებისთვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ სტარტაპის ფარგლებში ბიზნესს, მუშაობენ ასეთ კომპანიაში ან უახლოეს მომავალში აპირებენ ბიზნესის წამოწყებას.

პროექტის მიზანია სტარტაპერების ინფორმირება იმ სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა შეხვდნენ ბიზნესის განვითარების პროცესში.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2. დირექტორების და პარტნიორების პასუხისმგებლობის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობაში;
3. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
4. სტარტაპ ბიზნესთან დაკავშირებული აქტუალური საგადასახადო საკითხები ;
5. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკული ასპექტები;
6. საქმიანი მოლაპარაკების წარმოების გზები.

კურსს წარუძღვებიან ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ტრენერები: მარიკა არევაძე, ნონა ზუბიტაშვილი, თამარ იოსელიანი, ქეთევან მაკარაძე.

ტრენერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://edubarristers.ge/ge/team/members/2

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 4 შეხვედრა (12 საათი)
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი: 09 მაისი 2018 წ. 
ტრენინგების ჩატარების დრო: 
09 მაისი 2018 წ. 19:00 – 22:00 სთ;
10 მაისი 2018 წ. 17:00 – 21:00 სთ;
12 მაისი 2018 წ. 12:00 – 15:00 სთ;
13 მაისი 2018 წ. 12:00 – 15:00 სთ.
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა: 02 მაისი 2018 წ. 
სასწავლო კურსის ღირებულება - 250 ლარი

კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/…/1HI0wg-e3kPLJt1ktey_2JQ…/viewform…

შენიშვნა: 6 მსმენელზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში ჯგუფი არ შედგება.

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003 
დანიშნულებაში მიუთითეთ - ,,ტრენინგები სტარტაპერებისთვის“ მსმენელის სახელი და გვარი;

ტრენინგების გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77