მიმდინარეობს მიღება კურსზე - ,,მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები”.

13.04.2018



მიმდინარეობს მიღება კურსზე - ,,მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები”.

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას - სასწავლო კურსზე - ,,მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები”.

კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს.

თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 
 მიწის საკუთრების უფლების არსი;
 მიწასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი;
 მიწის ახალი რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
 მიწასთან დაკავშირებული გარიგებების შედგენისა და რეგისტრაციის წესები;
 სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოპოვებისა და შედგენის საკითხები;
 დოკუმენტაციის შედგენის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობები;
 საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გავრცელებული შემთხვევები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები;
 თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული რეგულაციები;
 საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
კურსის ფარგლებში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა, საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო პრაქტიკის მიმოხილვა თითოეულ თეორიულ საკითხთან მიმართებით.
სასწავლო კურსი განკუთვნილია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და ადვოკატებისათვის, ვისაც სურს გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და პარალელურად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში მათი კლიენტის ინტერესების დასაცავად საჯარო რეესტრთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ტრენინგს წაუძღვება - თამარ წიკლაური

სასწავლო კურსის ფარგლებში, სწავლებას დაეთმობა 16 საათი (8 სალექციო შეხვედრა). 
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი: 26 აპრილი 2018 წელი.
სალექციო შეხვედრები ჩატარდება: კვირაში ორჯერ, ხუთშაბათი 19:00-21:00 შაბათი 15:00-17:00 საათი.
სასწავლო კურსის ღირებულება - 150 ლარი 
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 19 აპრილი 2018 წელი.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/…/18VRNLBfBqE9j8U5Ksv5DnQ…/viewform…

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები; მსმენელის სახელი და გვარი;

კურსის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77