მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე "სისხლის სამართლის პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევები".

13.04.2018



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე

28 აპრილს ქ. თბილისში „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთდღიანი ტრენინგი "სისხლის სამართლის პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევები".

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის პროცესზე მოწმის დასაკითხად, ეფექტური შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად. ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ტრენინგს წარუძღვება - ნიკა სადრაძე
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://www.edubarristers.ge/ge/team/index/25

ტრენინგების ჩატარების დრო: 28 აპრილი 2018 წ. 12:00 - 15:00 საათი 
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი აღმაშენებლის ქ. №55/1
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 30 ლარი
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.

მონაწილეობისათვის შეავსეთ აპლიკაცია: https://docs.google.com/…/1tym0yql-Nqqpyyxaccl4Kf…/viewform… 
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა 2018 წლის 21 აპრილი.

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი ,,სისხლის სამართლის პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევები”- მონაწილე პირის სახელი და გვარი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
555 67 00 77 
Infoedubarristers@gmail.com.