მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები“.

2.03.2018



მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები“.

"ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს მსმენელების მიღებას გრძელვადიან სასწავლო კურსზე - „აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები“.

სასწავლო კურსის პროგრამა:
1 კვლევის მეთოდები: კვლევის მიზანი, წერის სტილი, მისაღები ენა, აკადემიური კვლევის ძირითადი პრინციპები, მეთოდოლოგია.
2 კვლევის მეთოდები: წყაროთა სახეები, დასაშვები წყაროები, რეცენზირებული წყაროები, ელექტრონული რესურსების მოძიება, ძებნის გზები, წყაროს მორგება კვლევაზე.
3 კვლევის მეთოდები: პერიფრაზი და ციტატები, პლაგიატი, ავტო-პლაგიატი, წყაროების მითითება, მითითების გზები, ბიბლიოგრაფია, არააკადემიური წყაროების გამოყენება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.
4 აკადემიური წერა: აკადემიური ნაშრომის წერა, ენა, სტრუქტურა, აბსტრაქტი, შესავალი, მეთოდოლოგია და დასკვნა.
5 აკადემიური წერა: ხელშეკრულების ტექსტის შემუშავება, მუხლები, სათაურები, სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები. ხელშეკრულების ტექსტისა და კანონმდებლობის მიმართება.
6 აკადემიური წერა: სამართლებრივი აქტის ტექსტის შემუშავება, მუხლები, სათაურები, სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები. განმარტებითი ბარათი და მისი შემადგენელი ნაწილები.
7 აკადემიური წერა: ოფიციალური მიმოწერა, სამართლებრივი წერილები და მემორანდუმები, სარჩელები, სასამართლოს გადაწყვეტილების შეჯამება და სამართლებრივი მოსაზრებები.
8 აკადემიურ წერასა და კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების შეჯამება, მიღებული ცოდნის შემოწმება.

სასწავლო კურსი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის / სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის, დამწყები ადვოკატებისათვის. 

ტრენერი - ბექა ხიტირი 
ინფორმაცია ტრენერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -http://edubarristers.ge/ge/team/index/23

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 16 საათი
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი - 4 აპრილი 2018 წ.
სალექციო შეხვედრები: ოთხშაბათი, პარასკევი 19:00 – 21:00 საათი.
სასწავლო კურსის ღირებულება - 150 ლარი 
სასწავლო კურსის ღირებულება სტუდენტებისათვის - 130 ლარი
(შენიშვნა: სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 27 მარტი 2018 წ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1awhTqOHR2O78t5LYy3RO7t62QHXYeEnE9zqOVsyEs0o/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - კურსი - აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები. მსმენელის სახელი და გვარი; 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიეცემათ საშინაო დავალება და შეფასების შესაბამისად გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი. 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 591 49 80 80 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com