მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „გამოძიება და საქმის არსებითი განხილვა სისხლის სამართალში“

2.03.2018



მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „გამოძიება და საქმის არსებითი განხილვა სისხლის სამართალში“

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას გრძელვადიან სასწავლო კურსზე - „გამოძიება და საქმის არსებითი განხილვა სისხლის სამართალში“ 

სასწავლო კურსის შესახებ:
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიც არის: სისხლის სამართლის ზოგადი მიმოხილვა, დანაშაულის გამოძიების თავისებურებები, აღკვეთი ღონისძიების სხდომა, მტკიცებულების მოპოვების წესი და ტაქტიკა, წინასასამართლო სხდომა, საქმის არსებითი განხილვის თავისებურებები. თითოეული შეხვედრა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით და მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში ანუ მათი მონაწილეობით გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.

კურსის ფარგლებში მუშაობის მეთოდიკა ეფუძნება პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს, რეალური შემთხვევების განხილვასა და გადაწყვეტას, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერაქციას და კურსის ეფექტიანობას.

სასწავლო კურსი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის / სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის, დამწყები ადვოკატებისათვის. 

ტრენერი - ნიკა სადრაძე 

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 16 საათი
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი - 26 მარტი 2018 წ.
სალექციო შეხვედრები ჩატარდება: ორშაბათი, სამშაბათი 19:00 - 21:00 საათი. 
სასწავლო კურსის ღირებულება - 150 ლარი
(შენიშვნა: სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის ღირებულება განისაზღვრება 130 ლარის ოდენობით. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა სტუდენტმა წარმოადგინოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი). 

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 19 მარტი 2018 წ. 
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1s4IrG4s21v-8d-QqWV6PLoFecy-tRKmWIPUtbBv0XTI/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: კურსი - გამოძიება და საქმის არსებითი განხილვა სისხლის სამართალში. მსმენელის სახელი და გვარი;

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 591 49 80 80 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com