,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,სამოქალაქო სარჩელის შედგენის მეთოდიკა".

26.02.2018



,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის

26 თებერვალს ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,სამოქალაქო სარჩელის შედგენის მეთოდიკა". ტრენინგს უძღვებოდა ადვოკატი და ტრენერი მარიკა არევაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და მოქმედი იურისტები. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილებს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.