სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სისხლის სამართალში

13.02.2018



სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სისხლის  სამართალში

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას - სასწავლო პრაქტიკულ კურსზე სტაჟირებით - სისხლის სამართალში. 

კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე სტაჟირებას საადვოკატო კომპანიაში - „თქვენი ადვოკატი“. 

თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 
• პრაქტიკული სისხლის სამართლის ზოგადი მიმოხილვა. 
• სისხლის სამართლის საქმის გამოძიების თავისებურებები. 
• მტკიცებულებების არსი. მტკიცებულებათა მოპოვების წესი და პრაქტიკა.
• საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღება და ა.შ) ჩატარების წესი.
• ბრალდებულის დაკავება, სისხლისსამართლებრივი დევნა; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარების ვადები.
• აღკვეთი ღინისძიების სახეები. აღკვეთი ღონისძიების სხდომის თავისებურებები.
• ადვოკატის და პროკურორის უფლებები და ვალდებულებები აღკვეთის ღონისძიებების სხდომამდე.
• წინასასამართლო სხდომა. სხდომის მიმდინარეობა, ადვოკატის და პროკურორის გამოსვლის წესი და ტაქტიკა წინასასამართლო სხდომისას.
• სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. შესავალი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვები, დასკვნითი სიტყვა.
• საპროცესო შეთანხმების არსი. როგორ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. პრაქტიკული სავარჯიშოები.
• განრიდება-მედიაციის არსი. განრიდება-მედიაციისას დასაცავი პროცედურები.
• განაჩენის გასაჩივრების წესი. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმის განხივლის წესი.
• ალტერნატიული გამოძიება. ადვოკატის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ადვოკატის როლი გამოძიების ეტაპზე და საქმის არსებითი განხილვისას.
• ექსპერტიზის სახეები. ექსპერტიზის დანიშვნის წესი.
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების და განხივლის წესი.
• საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისი ოქმების შევსება.

სასწავლო კურსი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და დამწყები ადვოკატებისათვის, ვისაც სურს თეორიული ცოდნის პარალელურად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება. 

სასწავლო კურსის ფარგლებში, თეორიულ სწავლებას დაეთმობა 32 საათი (16 სალექციო შეხვედრა). თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას.

სტაჟირება, მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
• აღკვეთი ღონისძიების სხდომის იმიტირება
• არსებითი განხილვის სხდომის იმიტირება
• სასამართლო პროცესზე დასწრება 
• სისხლის სამართლის საქმეების გაცნობა

ტრენინგს წარუძღვება ტრენერი - ნიკა სადრაძე 
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://edubarristers.ge/ge/team/index/25 

სასწავლო კურსის დაწყების თარიღი - 05 მარტი 2018 წ.
სალექციო შეხვედრები ჩატარდება: კვირაში ორჯერ
სასწავლო კურსის ღირებულება - 600 ლარი 
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 26 თებერვალი 2018 წ.

სასწავლო კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. იმ შემთხვევაში თუ მსურველების რაოდენობა იქნება 5-ზე მეტი, შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/1YQjyBt-lfbikg7ST4pG58TWkc4xdV00yncNGWWR_oYI/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - ,,სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სისხლის სამართალში“ მსმენელის სახელი და გვარი; 

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მსმენელმა მიიღოს ორი ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატი. ერთი გაიცემა ცენტრის მიერ და დაადასტურებს პროგრამის წარმატებით გავლას, ხოლო მეორე გაიცემა საადვოკატო კომპანია - „თქვენი ადვოკატის“ მიერ და დაადასტურებს მსმენელის მიერ გავლილ სტაჟირებას. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77 
საკონტაქტო პირი: თაკო იოსელიანი