სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სამოქალაქო სამართალში

21.12.2017



სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სამოქალაქო სამართალში

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას - სასწავლო პრაქტიკულ კურსზე სტაჟირებით - სამოქალაქო სამართალში.

კურსი მოიცავს, როგორც თეორიული სწავლებას, ისე სტაჟირებას საადვოკატო ბიურო - „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფში“. სასწავლო კურსი შედგება 5 ძირითადი მოდულისაგან: 
1. სახელშეკრულებო სამართალი
2. შრომის სამართალი
3. სამეწარმეო სამართალი
4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
5. საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

სასწავლო კურსი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და დამწყები ადვოკატებისათვის, ვისაც სურს თეორიული ცოდნის პარალელურად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება.

სასწავლო კურსის ფარგლებში, თეორიულ სწავლებას დაეთმობა 32 საათი (16 სალექციო შეხვედრა). თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას.
სასწავლო კურსის დაწყების თარიღი - 29 იანვარი 2018 წ.
სალექციო შეხვედრები ჩატარდება: კვირაში ორჯერ 
სასწავლო კურსის ღირებულება - 600 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 იანვარი 2018 წ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1yraltU_z1j777T6HeaMOwAZz2Q7X6IVbTFVIDgHrZAU/viewform?edit_requested=true 

სასწავლო კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. იმ შემთხვევაში თუ მსურველების რაოდენობა იქნება 5-ზე მეტი, შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - ,,სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სამოქალაქო სამართალში“ მსმენელის სახელი და გვარი;

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მსმენელმა მიიღოს ორი ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატი. ერთი გაიცემა ცენტრის მიერ და დაადასტურებს პროგრამის წარმატებით გავლას, ხოლო მეორე გაიცემა „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის“ მიერ და დაადასტურებს მსმენელის მიერ გავლილ სტაჟირებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77 
საკონტაქტო პირი: თაკო იოსელიანი