მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრაქტიკული ასპექტები

27.11.2017



მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრაქტიკული ასპექტები

16 დეკემბერს ქ. თბილისში „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი ,,მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები.“

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება: მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლებამოსილების საკითხი, უფლებამოსილებათა დელეგირების წესი და პირობები, ასევე საუბარი იქნება მუნიციპალიტეტების იმ უფლებამოსილებებზე, რომელთა პრაქტიკული რეალიზება არ ხორციელდება საკანონმდებლო ხარვეზების ან ფაქტობრივი გარემოებების გამო. თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

ტრენინგს წარუძღვება - ნაზი ვარაზაშვილი 
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://edubarristers.ge/ge/team/index/28

ტრენინგების ჩატარების დრო: 16 დეკემბერი 2017 წ. 12:00 14:00 საათი 
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი აღმაშენებლის ქ. №55/1
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 30 ლარი
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.

მონაწილეობისათვის შეავსეთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1RdVV2z70jUzP8uzd_moSoscoQ3fW6gBc4arNN3y_d-k/viewform?edit_requested=true

რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 დეკემბერი.

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი ,,მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები”- მონაწილე პირის სახელი და გვარი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 555 67 00 77 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com.