სამართლის სკოლის მხარდაჭერით, ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესები სისხლის სამართლის მიმართულებით.

11.04.2019



სამართლის სკოლის მხარდაჭერით,  ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესები სისხლის სამართლის მიმართულებით.

სამართლის სკოლის მხარდაჭერით, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისმა (ELSA Tbilisi) ჩაატარა იმიტირებული სასამართლო პროცესები სისხლის სამართლის მიმართულებით.

შერჩეულ გუნდებს, ადვოკატებთან და მოსამართლეებთან ერთად, ტრენინგი ჩაუტარა სამართლის სკოლის ტრენერმა - თამარ იოსელიანმა თემაზე - ,,სხეულის ენა სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს".

სამართლის სკოლა მადლობას უხდის ელსა თბილისს საინტერესო პროექტისთვის და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ისეთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის განვითარებას და ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას.