მიმდინარეობს მიღება ტრენინგების ციკლზე - მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები

31.03.2019



მიმდინარეობს მიღება ტრენინგების ციკლზე - მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები

,,სამართლის სკოლის“ ორგანიზებით, ქ. თბილისში 4 და 5 მაისს ჩატარდება ტრენინგების ციკლი თემაზე - ,,მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები”.

ტრენინგები მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს.

თეორიულ ნაწილში განხილული იქნება შემდეგ საკითხებს:
 მიწის საკუთრების უფლების არსი;
 მიწასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი;
 მიწის ახალი რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
 მიწასთან დაკავშირებული გარიგებების შედგენისა და რეგისტრაციის წესები;
 სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოპოვებისა და შედგენის საკითხები;
 დოკუმენტაციის შედგენის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობები;
 საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გავრცელებული შემთხვევები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები;
 თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული რეგულაციები;
 საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

ტრენინგების ფარგლებში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა, საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო პრაქტიკის მიმოხილვა თითოეულ თეორიულ საკითხთან მიმართებით.

ტრენინგები განკუთვნილია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და ადვოკატებისათვის, ვისაც სურს გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და პარალელურად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში მათი კლიენტის ინტერესების დასაცავად საჯარო რეესტრთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ტრენინგებს წაუძღვება ტრენერი - თამარ წიკლაური
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://edubarristers.ge/ge/team/index/30

ტრენინგების ჩატარების თარიღი: 4 და 5 მაისი, 11:00-18:00 საათი. (ტრენინგებს შორის გათვალისწინებულია ყავის შესვენება)
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №73 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
ღირებულება - 150 ლარი
ტრენინგებზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა - 29 აპრილი.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1UsQLKAkv5UlVhUvu_4NOxmR1fRRdGiDXRZzubQtP37A/viewform?edit_requested=true

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები; მსმენელის სახელი და გვარი;

კურსის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77