მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები

31.03.2019



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები

24 აპრილს, ქ. თბილისში „სამართლის სკოლის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი ,,მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები.“

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლებამოსილების საკითხი;
* უფლებამოსილებათა დელეგირების წესი და პირობები;
* ასევე საუბარი იქნება მუნიციპალიტეტების იმ უფლებამოსილებებზე, რომელთა პრაქტიკული რეალიზება არ ხორციელდება საკანონმდებლო ხარვეზების ან ფაქტობრივი გარემოებების გამო.
თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

ტრენინგს წაუძღვება - ნაზი ვარაზაშვილი
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://edubarristers.ge/ge/team/index/28

ტრენინგების ჩატარების დრო: 24 აპრილი 19:00-21:00 საათი.
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ჩარგლის ქ. №73 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა: 18 აპრილი

მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1D454J8A19gEIz236lBjQqbFyEY2xwaDo7HydmHDXtC8/viewform?edit_requested=true

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი ,,მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები”- მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77