მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - სხეულის ენა იურისტებისთვის

31.03.2019



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - სხეულის ენა იურისტებისთვის

17 აპრილს, "სამართლის სკოლის" ორგანიზებით ჩატარდება ერთ დღიანი ტრენინგი სახელწოდებით - „სხეულის ენა იურისტებისთვის“.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* რა არის სხეულის ენა;
* სხეულის ენის როლი ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში;
* სხეულის ენის, როგორც მეცნიერების, ისტორია და მისი როლი მართლმსაჯულების პროცესში;
* ყველაზე გავრცელებული ჟესტები;
* სიცრუის თეორია, სიცრუის დეტექტორი;
* სხეულის ენის მნიშვნელობა სასამართლო პროცესზე გამოსვლისას;

ტრენინგი განკუთვნილია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის და ადვოკატებისთვის.

ტრენერი - თამარ იოსელიანი
ინფორმაცია ტრენერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -http://www.edubarristers.ge/ge/team/index/24

ტრენინგის ჩატარების თარიღი - 17 აპრილი, 18:00-21:00 სთ.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №73 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
ტრენინგის ღირებულება - 50 ლარი.
ტრენინგზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა: 11 აპრილი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1y5p5geTvXFWtBPKPre95sDNbuvYtO3YMl2tUJ0NPmfU/viewform?edit_requested=true

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება:"სხეულის ენა იურისტებისთვის“ - მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართულ და ინგლისური) სერტიფიკატი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77