მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - აღსრულების წესი და პროცედურები

31.03.2019



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - აღსრულების წესი და პროცედურები

13 აპრილს, „სამართლის სკოლის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი - "აღსრულების წესი და პროცედურები".

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძვლები.
* მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
* სააღსრულებო წარმოების ეტაპები.
* აღსრულების თავისებურება მოძრავ და უძრავ ქონებებთან მიმართებაში.
* იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი და პროცედურები.
* სეკვესტრის - მოვალის ქონების იძულებითი მართვის გამოყენება სააღსრულებო წარმოების პროცესში.

ტრენინგს წაუძღვება - მაგდა ყვირალაშვილი
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://edubarristers.ge/ge/team/index/10

ტრენინგების ჩატარების დრო: 13 აპრილი 11:00 - 13:00 საათი
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ჩარგლის ქ. №73 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 8 აპრილი.

მონაწილეობისათვის შეავსეთ შემდეგი აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1XD304h9yh6biXQzaH8hte7kv5clbhNpnxH7AFXv-hgY/viewform?edit_requested=true

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი ,,აღსრულების წესი და პროცედურები”- მონაწილე პირის სახელი და გვარი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 555 67 00 77 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com.