მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები

11.10.2018



მიმდინარეობს მიღება ტრენინგზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები

4 ნოემბერს ქ. თბილისში „სამართლის სკოლის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები“. 

ტრენინგი ა კ რ ე დ ი ტ ი რ ე ბ უ ლ ი ა ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის მიერ. (ტრენინგის გავლის შემდეგ ადვოკატები მიიღებენ 2 კრედიტს). 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსება და ისტორია; 
სასამართლოს იურისდიქცია; 
სასამართლოსადმი მიმართვის პროცესუალური საკითხები; 
საჩივრის განხილვის ზოგადი დებულებანი;
სასამართლო შემადგენლობა და ფუნქციონირების თავისებურებანი. 
თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

ტრენინგს წაუძღვება - ლადო მაჭარაშვილი 
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://www.edubarristers.ge/ge/team/index/26

ტრენინგების ჩატარების დრო: 4 ნოემბერი, 2018 წ. 12:00-14:00 საათი 
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ო.ონიაშვილის ქ. №34
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი.

მონაწილეობისათვის შეავსეთ შემდეგი აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1oeT5QiJ_j9BW58lqm2bmJWVfVPJoFxN7QCHvx4fCaVY/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები“ - მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
555 67 00 77 
Infoedubarristers@gmail.com