09 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგი - სამკვიდრო მოწმობის მიღება

9.10.2018



09 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგი - სამკვიდრო მოწმობის მიღება

09 ოქტომბერს ,,სამართლის სკოლის" ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი - სამკვიდრო მოწმობის მიღება. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ისე მოქმედი იურისტები და ადვოკატები. ტრენინგის დასასრულს მსმენელებს გადაეცათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.