მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა

24.08.2018



მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა

,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ აცხადებს მსმენელების მიღებას ტრენინგზე - ,,მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა“. 

ტრენინგი განკუთვნილია ადვოკატებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. 

ტრენინგის მიზანია მსმენელმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და შეძლოს მასმედიის წარმომადგენლებთან ეფექტური ურთიერთობა. 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
• ცნობადობა და ბრენდირების ელემენტები; 
• მედიასთან ურთიერთობის საჭიროება (კონტაქტების მნიშვნელობა და შეგროვება);
• პრესრელიზი, მისი შედგენა და გავრცელება. პრესკონფერენციის ჩატარება;
• ინტერვიუ/კამერასთან ურთიერთობა;
• იმიტირებული სატელევიზიო დებატები; 

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ეტაპები; ინტერვიუს ენა და ტექნოლოგია; საკუთარი ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ნაბიჯები;
მსმენელი შეძლებს: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე მედიის წარმომადგენლებთან ეფექტურ ურთიერთობას. კამერასთან ურთიერთობის კომპლექსის დაძლევას;
მსმენელს ექნება: მედიასთან ურთიერთობის დროს, საკითხის გამართული ფორმით ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;

ტრენერი - თეონა ჭალიძე.
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: http://www.edubarristers.ge/ge/team/index/31 

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 21 სექტემბერი, 2018 წ. 18:00 – 21:00 სთ. 
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ო. ონიაშვილის ქ. №34
ტრენინგის ღირებულება - 50 ლარი 
ტრენინგზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა - 14 სექტემბერი 2018 წ. 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1xOjK1njn5mbc29sLwUDSO4Q0dvzr_FbMr6vy453xSbE/viewform?edit_requested=true 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები: 
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულებაში მიუთითეთ - მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა; მსმენელის სახელი და გვარი; 

ტრენინგის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77