მოკლევადიანი

კრედიტის უზრუნველყოფის სახეები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: იპოთეკის ხელშეკრულება, გირავნობის ხელშეკრულება, პირგასამტეხლო და თავდებობა.

სისხლის სამართლის პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევები

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის პროცესზე მოწმის დასაკითხად, ეფექტური შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად. ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სამოქალაქო სარჩელის შედგენის მეთოდიკა

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სამოქალაქო სარჩელის შედგენის წესს. ტრენინგი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და დამწყები ადვოკატებისათვის.

ევროკავშირის სამართალი და ჰარმონიზაციის პრობლემები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის სამართლის მიმოხილვა, ანუ სამართლებრივი აქტების სახეები და მათი სპეციფიკა, ასოცირების შეთანხმება, რატომ უნდა მოხდეს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება, პრობლემები, რომლებსაც ეს დაახლოება იწვევს და ვაწყდებით ამ პროცესში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსება და ისტორია, სასამართლოს იურისდიქცია, სასამართლოსადმი მიმართვის პროცესუალური საკითხები, საჩივრის განხილვის ზოგადი დებულებანი, სასამართლო შემადგენლობა და ფუნქციონირების თავისებურებანი. თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

დირექტორთა მოვალეობები და პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობაში

ტრენინგი მიმოიხილავს ხელმძღვანელ პირთა მოვალეობებსა და მათი დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. მსმენელები გაეცნობიან პასუხისმგებლობის სამოქალაქო სამართლებრივ საფუძვლებს და მიმართებას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთნ, განხილული იქნება სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და სხვა ქვეყნების (აშშ, გერმანია) მიდგომები.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის პასუხისმგებელობის სამართლებრივი საფუძვლები

ტრენინგი მიმოიხილავს პარტნიორის პასუხისმგებლობის ფორმებს. მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან შპს-ს პარტნიორის პასუხისმგებლობის საფუძვლებს, როგორც შიდასამართლებრივ ასევე გარესამართლებრივ ურთიერთოებებში, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციებს, სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასა და სხვა ქვეყნების (აშშ, საფრანგეთი, გერმანია) გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.