მოკლევადიანი

საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის ცნება და მნიშვნელობა; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები და საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეები; საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების კანონისმიერი საფუძვლები...

დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე და ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმები

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დისკრიმინაციის შესახებ ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა; რა არის დისკრიმინაცია და რას მოიცავს ის; • დისკრიმინაციის მაგალითები • ვინ შეიძლება იყოს დისკრიმინაციის ჩამდენი • დისკრიმინაციის ფორმები; • დისკრიმინაცია, როდესაც პირს რეალურად არ აქვს დისკრიმინაციულად მიჩნეული ნიშანი • რა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად უფლების დაცვის მექანიზმები დისკრიმ

სამკვიდრო მოწმობის მიღება

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადები; • ფაქტობრივი ფლობის დამდგენი დოკუმენტები; • მემკვიდრეობა ტრანსმისიით; • სავალდებულო წილი; • სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადები. ტრენინგი განკუთვნილია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იურისტებისა და ადვოკატებისათვის.

მედიასთან ურთიერთობა, თეორია და პრაქტიკა

ტრენინგის მიზანია მსმენელმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და შეძლოს მასმედიის წარმომადგენლებთან ეფექტური ურთიერთობა. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • ცნობადობა და ბრენდირების ელემენტები; • მედიასთან ურთიერთობის საჭიროება (კონტაქტების მნიშვნელობა და შეგროვება); • პრესრელიზი, მისი შედგენა და გავრცელება. პრესკონფერენციის ჩატარება; • ინტერვიუ/კამერასთან

შესაგებლის შედგენის მეთოდიკა

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შესაგებლის შედგენის წესს. ტრენინგი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, იურისტებისა და დამწყები ადვოკატებისათვის.

საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა

ტრენინგის ფარგლებში საუბარი იქნება: გადასახადზე, როგორც სახელმწიფო ფინანსების ფორმირების ძირითადი წყაროს ეკონომიკურ და საჯარო-სამართლებრივ ასეპქტებზე, შესაბამისად განხილული იქნება საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი რეგულირების სფერო, უფრო ზუსტად კი, საგადასახადო სამართლებრივი სივრცის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.

სხეულის ენა დაკითხვის პროცესში

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას არავერბალური კომუნიკაციის ფორმებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე პრაქტიკული დავალებებისა და მაგალითების საფუძველზე შეისწავლიან სხეულის ენის წაკიხვის შესაძლებლობას დაკითხვის პროცესში. ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით და სანოტარო აქტები, ნოტარიუსის სადეპოზიტო (ნომინალური მფლობელის ანგარიში) ანგარიში. თეორია, პრაქტიკა და ანალიზი.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების პრობლემური ასპექტები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებამოსილების საკითხი, უფლებამოსილებათა დელეგირების წესი და პირობები, ასევე საუბარი იქნება მუნიციპალიტეტის იმ უფლებამოსილებებზე, რომელთა პრაქტიკული რეალიზება არ ხორციელდება საკანონმდებლო ხარვეზების ან ფაქტობრივი გარემოებების გამო. თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

იძულებითი აღსრულების სახეები და მასთან დაკავშირებული პროცედურები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აღსრულების ქვემდებარე აქტები და მათი აღსრულების თავისებურებები, სააღსრულებლო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები, აღსრულების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, მოვალის ქონებაზე (უძრავ/მოძრავი) საჯარო აუქციონის ჩატარების წესი და პირობები, სააღსრულებლო წარმოების პროცესში მედიაციის როლის მნიშვნელობა, თეორიული მასალის პარალელ