საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურები



ტრენინგის შესახებ:

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის ცნება და მნიშვნელობა; 
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები და საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეები;
საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების კანონისმიერი საფუძვლები;
საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განმხილველი უფლებამოსილი ორგანო და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები, განხილვის ვადები და საფასურები;
უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობები, აღნიშნული საკითხის სასამართლოში განხილვის თავისებურებანი;
თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით. 

ტრენინგს გაუძღვება ტრენერი - ეკატერინე მელქაძე 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი. 

მსმენელებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი ორ ენოვანი სერტიფიკატი.