სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სისხლის სამართალში



სასწავლო კურსის შესახებ: 

კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე სტაჟირებას საადვოკატო კომპანიაში - ,,თქვენი ადვოკატი".

კურსის თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

1. პრაქტიკული სისხლის სამართლის ზოგადი მიმოხილვა.

2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების თავისებურებები.

3. მტკიცებულებების არსი. მტკიცებულებათა მოპოვების წესი და ტაქტიკა.

4. საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღება და ა.შ) ჩატარების წესი.

5. ბრალდებულის დაკავება, სისხლისსამართლებრივი დევნა; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარების ვადები.

6. აღკვეთი ღინისძიების სახეები. აღკვეთი ღონისძიების სხდომის თავისებურებები.

7. ადვოკატის და პროკურორის უფლებები და ვალდებულებები აღკვეთის ღონისძიებების სხდომამდე.

8. წინასასამართლო სხდომა. სხდომის მიმდინარეობა, ადვოკატის და პროკურორის გამოსვლის წესი და ტაქტიკა წინასასამართლო სხდომისას.

9. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. შესავალი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვები, დასკვნითი სიტყვა.

10. საპროცესო შეთანხმების არსი. როგორ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. პრაქტიკული სავარჯიშოები.

11. განრიდება-მედიაციის არსი. განრიდება-მედიაციისას დასაცავი პროცედურები. პრაქტიკული სავარჯიშოებით.

12. განაჩენის გასაჩივრების წესი. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმის განხივლის წესი.

13. ალტერნატიული გამოძიება. ადვოკატის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ადვოკატის როლი გამოძიების ეტაპზე და საქმის არსებითი განხილვისას.

14. ექსპერტიზის სახეები. ექსპერტიზის დანიშვნის წესი.

15. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების და განხივლის წესი.

16. საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისი ოქმების შევსება (პრაქტიკული სავარჯიშო)

კურსის პრაქტიკული ნაწილი:

აღკვეთი ღონისძიების სხდომის იმიტირება, არსებითი განხილვის სხდომის იმიტირება, სასამართლო პროცესზე დასწრება, სისხლის სამართლის საქმეების გაცნობა.

სასწავლო კურსს გაუძღვება ტრენერი ნიკა სადრაძე

სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულ სწავლებას დაეთმობა - 32 აკადემიური საათი (16 შეხვედრა) 

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის წარმეტებით გავლის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მსმენელმა მიიღოს ორი ორენოვანი სერტიფიკატი. ერთი გაიცემა ცენტრის მიერ და დაადასტურებს პროგრამის წარმატებით გავლას, ხოლო მეორე გაიცემა საადვოკატო კომპანია ,,თქვენი ადვოკატი"-ს მიერ და დაადასტურებს მსმენელის მიერ გავლილ სტაჟირებას.