სასწავლო პრაქტიკული კურსი სტაჟირებით - სამოქალაქო სამართალში



სასწავლო კურსის შესახებ: 

კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე სტაჟირებას საადვოკატო ბიურო - ,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფში". სასწავლო კურსი შედგება 5 ძირითადი მოდულისგან:

1. სახელშეკრულებო სამართალი

2. შრომის სამართალი

3. სამეწარმეო სამართალი

4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

5. საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.  

სასწავლო კურსს გაუძღვება ტრენერი მარიკა არევაძე

სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულ სწავლებას დაეთმობა - 32 აკადემიური საათი (16 შეხვედრა) 

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის წარმეტებით გავლის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მსმენელმა მიიღოს ორი ორენოვანი სერტიფიკატი. ერთი გაიცემა ცენტრის მიერ და დაადასტურებს პროგრამის წარმატებით გავლას, ხოლო მეორე გაიცემა ,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი"-ს მიერ და დაადასტურებს მსმენელის მიერ გავლილ სტაჟირებას.