საკუთრების უფლება მშენებარე უძრავ ნივთებზე



სასწავლო კურსის პროგრამა: 

საკუთრების უფლების არსი;
1. მშენებარე უძრავი ნივთის ცნება და სახეები;
2. მიწასა და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრება;
3. მშენებარე ობიექტის, როგორც საკუთრების უფლების საგნის ბუნება;
4. ერთობლივი საქმიანობის (ე.წ. მენაშენეთა) ამხანაგობის წევრთა სამართალურთერთობა;
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო
საკუთრების/სარგებლობის უფლებათა სამართლებრივი რეგულირება;
6. მშენებარე ობიექტის შეძენის დროს გასათვალისწინებელი იურიდიული რისკები;
7. მშენებარე ობიექტის შეძენის დროს არსებული რისკების დაზღვევის მექანიზმები;
8. სანივთო და ვალდებულებითი უფლებებით/ვალდებულებებით დატვირთული მშენებარე
ობიექტის შეძენასთან დაკავშირებული რისკები;
9. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, როგორც უფლების რეგისტრაციის
დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.​

სასწავლო პროცესში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა
თითოეულ თეორიულ საკითხთან მიმართებით.

სასწავლო კურსს გაუძღვება ტრენერი თამარ წიკლაური

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 16 აკადემიური საათი (8 შეხვედრა) 

სასწავლო კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი სერტიფიკატი.