მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები



სასწავლო კურსის პროგრამა:

1. მიწის საკუთრების უფლების არსი;
2. მიწასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი;
3. მიწის ახალი რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
4. მიწასთან დაკავშირებული გარიგებების შედგენისა და რეგისტრაციის წესები;
5. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოპოვებისა და შედგენის საკითხები;
6. დოკუმენტაციის შედგენის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობები;
7. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გავრცელებული შემთხვევები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები;
8. თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული რეგულაციები;
9. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

სასწავლო პროცესში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა
თითოეულ თეორიულ საკითხთან მიმართებით.

სასწავლო კურსს გაუძღვება ტრენერი თამარ წიკლაური

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 16 აკადემიური საათი (8 შეხვედრა) 

სასწავლო კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი სერტიფიკატი.