შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის პასუხისმგებელობის სამართლებრივი საფუძვლები



ტრენინგის შესახებ:

 

ტრენინგი მიმოიხილავს პარტნიორის პასუხისმგებლობის ფორმებს. მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან შპს-ს პარტნიორის პასუხისმგებლობის საფუძვლებს, როგორც შიდასამართლებრივ ასევე გარესამართლებრივ ურთიერთოებებში, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციებს, სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასა და სხვა ქვეყნების (აშშ, საფრანგეთი, გერმანია) გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.  

 

ტრენინგის თემატიკა:

 

  1. პარტნიორის პასუხისმგებლობის ფორმები
  2. პარტნიორის მოვალეობები და მოვალეობათა დარღვევის სამართლებრივი შედეგები
  3. პარტნიორის გარიცხვის წინაპირობები და პროცედურა
  4. პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრინციპის არსი
  5. პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება
  6. პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე
  7. პარტნიორის საზოგადოების კაპიტალის არსი
  8. საზოგადოების არასათანადო კაპიტალიზაცია, ქონებათა აღრევა და კორპორაციულ ფორმალობათა დაუცველობა.
  9. დოქტრინა - piercing the corporate veil  აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში და მისი გამოყენების შესაძბლობა საქართველოში
  10. სასამართლო პრეცედენტების განხილვა

 
ტრენინგს გაუძღვება ტრენერი ნონა ზუბიტაშვილი

ტრენინგის ხანგრძლივობა - 4 აკადემიური საათი

მსმენელებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი ორ ენოვანი სერთიფიკატი.