სანოტარო სამართალი



ტრენინგის შესახებ:

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სანოტარო სამართლის არსი, ნოტარიატის ორგანიზაციულ-სამართლებრივი წყობა, მისი ფორმირების წესი, სანოტარო მოქმედებათა  წრე და მათი მოქმედებების შესრულების წესი და პირობები. ტრენინგის ფარგლებში მსმენელთათვის მიწოდებული იქნება როგორც თეორიული ცოდნა, ასევე განხილული იქნება პრაქტიკული მონაცემებიც.

 

ტრენინგის თემატიკა:

 

  • ნოტარიატის წარმოშობის ისტორია. ნოტარიატის სისტემები თანამედროვე მსოფლიოში. ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირი. ნოტარიატი მსოფლიო გლობალური პროცესების წინაშე;
  • სანოტარო სამართალი და სანოტარო სამართლის საგანი;
  • სანოტარო სამართლის პრინციპები;
  • ლათინური  ნოტარიატის სისტემის საფუძვლები და ფუნდამენტური პრინციპები;
  • ნოტარიუსის მონაწილეობა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის სისტემაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური;
  • საჯარო და კერძო აქტები;
  • სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები, ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმის წარმოების სფეროში;
  • კოლიზიები მემკვიდრეობით სამართალში უცხოური ელემენტების მქონე  მემკვიდრეობითი ურთიერთობების შემთხვევაში.
  • განკუთვნილია იურისტებისთვის, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისათვის, სხვა დაინეტერსებული პირებისათვის.

 
ტრენინგს გაუძღვება ტრენერი მარიკა გოგოლაძე

ტრენინგისხანგრძლივობა - 4 აკადემიური საათი

 

მსმენელებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი ორ ენოვანი სერთიფიკატი.